წლებია, რაც ჰაერის დაბინძურება მსოფლიო პრობლემას წარმოადგენს. სხვა ფაქტორებთან ერთად ის გამოწვეულია სამრეწველო ნარჩენების, ნავთობპროდუქტებისა და გაზის წვით. აღნიშნული პროცესი აზიანებს ადამიანის ორგანიზმის ყველა სისტემას, თუმცა ბუნებრივია, რომ ამ მხრივ, ყველაზე მეტად სასუნთქი სისტემა ზიანდება.
როდესაც დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავთ, ჰაერში არსებული მავნე ნივთიერებები, როგორებიცაა: ოზონი, ნახშირბადი, გოგირდის ორჟანგი და აზოტის ჟანგი, ღრმად აღწევენ ფილტვებში და აზიანებენ ბრონქების ლორწოვან გარსს, კუნთებსა და ფილტვის ქსოვილებს. ასეთი გარემო, ხელს უწყობს ასთმის მძიმე ფორმების განვითარებასა და უკვე არსებული დაავადების გამწვავებას.
ასთმა ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც კლინიკურად ვითარდება:
მისთვის დამახასიათებელია:
დაბინძურებული გარემო ასთმის გარდა იწვევს ფილტვის კიბოს და ისეთ ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებებს, როგორებიცაა - ქრონიკული ბრონქიტი და ემფიზემა (ფქოდ).
“ფქოდ” არის სასუნთქი სისტემის მძიმე, ქრონიკული პათოლოგია, რომელიც გამოწვეულია:
კლინიკურად გამოხატულია მშრალი ან პროდუქციული ხველა, ხმაურიანი სუნთქვა, ადვილად დაღლა, რომელიც პირველ ხანებში გამოხატულია მხოლოდ ფიზიკური დატვირთვის დროს და შემდეგ - მუდმივად. შესაბამისი ჩარევის გარეშე, დაავადება სწრაფად პროგრესირებს და მძიმე შედეგებით მთავრდება. მისი ძირითადი გამომწვევი მიზეზი თამბაქოს ინტენსიური მოხმარებაა.
სამწუხაროდ, დაბინძურებული გარემოთი ყველაზე მეტად ჩვენი პატარები ზიანდებიან. მოზარდებისგან განსხვავებით, მათი სასუნთქი სისტემა ფუნქციურად და ანატომიურად მოუმწიფებელია და ადვილად ზიანდება. ამიტომ, მიუღებელია მოწევა ისეთ გარეოში, სადაც ფეხმძიმე ქალბატონი ან ბავში იმყოფება. ასევე, ბავშვები მაქსიმალურად უნდა მოვარიდოთ ავტომობილების გამონაბოლქვს, ქიმიური ნაერთების მოხმარებას და ყველა იმ ფაქტორთან ურთიერთობას, რომელიც ჰაერის დაბინძურების მიზეზია.
სუნთქვის გართულების შემთხვევაში, მოგვმართეთ.